1. პროექტის სახელწოდება: ჩვენი სკოლა
2. პროექტის მთავარი იდეა: გავეცნოთ სკოლის ადგილმდებარეობას,შევძლოთ მისი ხედის აღწერა.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ლექსიკურ მარაგს, შეძლებენ ინგლისურად მსჯელობას და არგუმენტაციას.
4. პროექტის მიზნები: ლექსიკური მარაგის გამდიდრება, სოციალური უნარჩვევების, ქმედითობის, მხატვრული შეხედულებების და(speaking)
ლაპარაკის გაუმჯობესება.
5. მონაწილეთა ასაკი: მე–6 მე–7 კლასები.
6. ვადები ხანგრძლივობა: 3–4 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება პოსტერი და ფოტო ალბომი, გაიხსნება ბლოგი და აღნიშნული პროექტი განთავსდება ინტერნეტი ბლოგზე.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტო აპარატი, კომპიუტერი, ფორმატი,
9. პროექტის მსვლელობა:ჯგუფი გაიყოფა ორ ნაწილად. ერთ ჯგუფს ევალება სკოლის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დადგენა, მეორე ჯგუფს სკოლის ხედის აღწერა.
10. საგნებთან კავშირი/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირება
· გეოგრაფიასთან – გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად მოსწავლეები დაადგენენ სკოლის ადგილმდებარეობას.
· ბუნებასთან – ბუნების მასწავლებელთან ერთად აღწერენ სკოლის ხედს,
· ისტთან – პროექტს ატვირთავენ ინტერნეტში ბლოგზე.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ირმა ხარებაშვილი.